ტვ პირველის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში უცხო მამაკაცი მიუვარდა

11/07/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს, რომელიც ნოდარ მელაძის გადაცემაში ერთ-ერთ სიუჟეტს წარადგენდა,მოულოდნელად უცხო მამაკაცი მივარდა და ეუბნებოდა, რომ წაჰყოლოდა.

გადაცემა ტრადიციულად ქუჩიდან მიმდინარეობდა, ხოლო მარიამ გაფრინდაშვილი და ნოდარ მელაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ეს ინციდენტი მოხდა. როგორც ჩანაწერში მამაკაცი ამბობს, მას უყვარს მარიამ გაფრინდაშვილი.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან