ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, ოფიციალურად წარუდგენენ

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, ოფიციალურად წარუდგენენ. საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 65 წლის მამაკაცია დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულის იარაღი ბლაგვი საგანია. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმრის გარდა, მათი შვილიც იმყოფებოდა. მეზობლებს ბრალდებულის სახლიდან ხმაური არ გაუგიათ. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები