#რედაქტ2 - ღვინის სექტორი საქართველოში - ინტერვიუ შალვა ქურდაძესთან / 16.11.2023
ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს ექსპორტში ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოდან უკვე განხორციელდა 193,5 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6%-ია. ევროკავშირის მიმართულებით გასული წლის 9 თვესთან შედარებით ექსპორტში კლება ფიქსირდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილია. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით eu-ში უკვე გადაიტვირთა 21,4 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო. რუსეთის ფედერაცია კი კვლავ რჩება ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად. თუ მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში 193,5 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე, აქედან 129 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო სწორედ რუსეთში გავყიდეთ, ანუ მთლიანი ექსპორტის 67% მოდის რუსეთზე. რატომ რჩება დღემდე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ღვინის სექტორისთვის გადაუჭრელ დილემად, რა მნიშვნელობა აქვს ბაზრების დივერსიფიცირებას და გვჭირდება თუ არა უფრო მძლავრი მარკეტინგული კამპანია სამიზნე ბაზრებზე? ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - #BMG-ის ჟურნალისტი; სტუმარი: შალვა ქურდაძე - „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი;
მსგავსი ვიდეოები
#რედაქტ2: ინტერვიუ რატი ღოლიჯაშვილთან - "ბიოქიმფარმის” გენერ...
#რედაქტ2: ინტერვიუ თამაზ დაუშვილთან, “დიოს" მმართველ პარტნიო...
#რედაქტ2: „ძალიან დიდი ფული არ უნდა იშოვო, კონტროლი არ უნდა...
Business Media Georgia
#რედაქტ2 - ინტერვიუ, ბიზნესმენ, თემურ ჭყონიასთან
#რედაქტ2 ელენე გოგბერაშვილთან ერთად - ინტერვიუ გიორგი მირცხუ...
#რედაქტ2: რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო - ინტერვიუ ბიზნეს...
Business Media Georgia
#რედაქტ2: ავეჯის წარმოების გამოწვევები - ინტერვიუ „მეგადორსი...
Business Media Georgia