ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდში 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის