ონლაინ კონფერენციის დასაგეგმად

15.03.2020 09:12

ონლაინ კონფერენციის დასაგეგმად წარმოგიდგენთ ვიდეო გაკვეთილს დისტანციური სწავლების შესახებ 1. ვებ-გვერდზე შესვლა ა. კომპიუტერში გავხსნათ ინტერნეტ ბრაუზერი Google Chrome. ბ. ვებ-ბრაუზერის საძიებო ველში ჩავწეროთ ვებ-გვერდის მისამართი zoom.us და გადავიდეთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე. 2. ვებ-გვერდის ენის შეცვლა ა. სქროლის დახმარებით ჩამოვიდეთ ვებ-გვერდის ქვედა ნაწილში. ბ. ავირჩიოთ ვებ-გვერდის სასურველი ენა. 3. ავტორიზაცია ვებ-გვერდზე ა. დავაჭიროთ ვებ-გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ღილაკს Sign In. ბ. ვებ-გვერდზე ავტორიზაციისთვის გამოვიყენოთ ღილაკები Sign in with Google ან Sign in with Facebook. გ. ავირჩიოთ სასურველი ექაუნთი შემდეგ დააჭიროთ ღილაკს Create Account. 4. პროფილის რედაქტირება ა. მაუსის ისარი მივიტანოთ ვებ-გვერდის მარცხენა სვეტში მდებარე ღილაკთან Profile და დავაჭიროთ მასზე. ბ. სქროლის დახმარებით ჩამოვიდეთ ქვემოთ, და მოვძებნოთ სახელწოდება Date and Time და მის გასწვრივ დავაჭიროთ ღილაკს Edit. გ. ავირჩიოთ დროის სარტყელი GMT+4:00. დ. ავირჩიოთ თარიღის ფორმატი dd/mm/yyyy. ე. ავირჩიოთ 24 საათიანი დროის ფორმატი. ვ. შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს Save Changes. ზ. დავაჭიროთ ღილაკს Connect to Calendar and Contact Service და ავირჩიოთ სერვისი Google. თ. დავაჭიროთ ღილაკს Next შემდეგ ავირჩიოთ სასურველი ექაუნთი. ი. შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს Allow და გავიმეოროთ ეს ოპერაცია ორჯერ. კ. შემდეგ დავადასტუროთ ჩვენი არჩევანი ღილაკზე Allow დაჭერით. 5. კონფერენციის რედაქტირება ა. მაუსის ისარი მივიტანოთ ვებ-გვერდის მარცხენა სვეტში მდებარე ღილაკთან Meetings და დავაჭიროთ მასზე. ბ. შემდეგ დავგეგმოთ შეხვედრა Schedule a New Meeting ღილაკზე დაჭერით. გ. ველში Topic შევიტანოთ საგნის დასახელება მაგალითად (ვაჟა-ფშაველას შემოქმედება). დ. შემდეგ ველში Description შევიტანოთ ლექციის მოკლე აღწერა მაგალითად (ბუნების მგოსნები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში). ე. შემდეგ ველში When ავირჩიოთ ლექციის ჩასატარებლად სასურველი დრო მაგალითად (ორშაბათი 16 მარტი და ლექციის დაწყების დრო მაგალითად 10 სააათი). ვ. შემდეგ ველში Duration ავირჩიოთ ლექციის ხანგრძლივობა მაგალითად 1 საათი. ზ. შემდეგ ველში Meeting Password მოვნიშნოთ ველი Require meeting password. თ. შემდეგ ველში Meeting Options მოვნიშნოთ ველები: Mute participants upon entry, Enable waiting room, Record the meeting automatically on the local computer. ი. შემდეგ აღნიშნული მონაცემები დავადასტუროთ ღილაკით Save. კ. შემდეგ ველში Time ავირჩიოთ Google Calendar და ავირჩიოთ სასურველი ექაუნთი. ლ. შემდეგ დავადასტუროთ ღილაკზე Allow დაჭერით ჩვენი არჩევანი. 6. სტუდენტების დამატება, შენახვა და ინფორმირება ა. ველში add Guests შევიტანოთ სტუდენტების საფოსტო მისამართები მაგალითად ([email protected]). ბ. შემდეგ აღნიშნული მონაცემები დავადასტუროთ ღილაკით Save. გ. შემდეგ აღნიშნული მონაცემების გასაგზავნად დავაჭიროთ ღილაკით Send. 7. კონფერენციის დაწყება ა. დავბრუნდეთ ზუმის (zoom.us) ვებ-გვერდზე. ბ. მაუსის ისარი მივიტანოთ ვებ-გვერდის მარცხენა სვეტში მდებარე ღილაკთან Meetings და დავაჭიროთ მასზე. გ. შემდეგ ავირჩიოთ დაგეგმილი შეხვედრა და დავაჭიროთ ღილაკს Start. დ. შემდეგ გახსნილ ფანჯარაში ვაჭერთ ღილაკს click here და შემდეგ Start from your browser. ე. შემდეგ ვაჭერთ ღილაკს join Audio by Computer. ვ.შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Manage Participants და მოსაცდელიდან შემოგვყავს სტუდენტები საკონფერენციო დარბაზში. ზ. შემდეგ ვააქტიურებთ კამერას ღილაკზე Start Video დაჭერით. 8. კონფერენციის დასრულება ა. კონფერენციის დასრულებისთვის დავაჭიროთ ღილაკს Leave Meeting.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოლაპარაკებები განახლდა
05:18

მოლაპარაკებები განახლდა

Formula News

3. რეფერენდუმით კანონის მიღება-გაუქმების უფლების მნიშვნელობა საქ-ს დემოკრატიული განვითარების საქმეში
01:33:00

3. რეფერენდუმით კანონის მიღება-გაუქმების უფლების მნიშვნელობა...

Vakhtang Zarqua

აივენ იდროვო უმუშევრობის შესახებ | გლობალური კრიზისი ეს უკვე ეხება ყველას
04:00

აივენ იდროვო უმუშევრობის შესახებ | გლობალური კრიზისი ეს უკვე...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა
07:45

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Prime Minister's video conference on Facebook
01:00:24

Prime Minister's video conference on Facebook

Nika Gilauri

კარლოს ზორინო| გლობალური კრიზისი. სიმართლის დრო | საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია
04:49

კარლოს ზორინო| გლობალური კრიზისი. სიმართლის დრო | საერთაშორი...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

თომას შტრაუბი მეოთხე  საწარმოო რევოლუციაზე
03:04

თომას შტრაუბი მეოთხე საწარმოო რევოლუციაზე

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

ყველა ვიდეო