ცვლილებები საქართველოს მთავრობაში.
პრემიერი ახალ მინისტრებს შეხვდა. მნიშვნელოვანი იქნება, ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა და განათლების ახალ მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერი ფინანსთა ახალ მინისტრ მამუკა ბახტაძესა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და განათლების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად აწყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში, მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს იბარებს, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილმა ქუმსიშვილს წარმატება უსურვა. „მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში, პრაქტიკულად, მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება. ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. Все новости из Грузии смотрите на канале "МИР 24" и на нашем портале www.mir24.tv Просматривая видео, не забывайте ставить "ЛАЙК" нашей страничке / mirtvgeorgia и подписываться на обновления. С нами интересно!
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
TV 25
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
TV 25
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
TV Pirveli
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
Ajara TV
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ცვლილებები მთავრობაში და საქართველოს უსაფრთხოება. Starvision
STV Star FM93,9
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია GEA
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster