"მოხალისეობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით

22.12.2015 09:11

16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, ანი მიროტაძემ მისი ავტორობით მომზადებული "მოხალისეობის შესახებ" კანონის პროექტი კოლეგებს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა. კანონის პროექტი არეგულირებს მოხალისეობით ურთიერთობებს, რაც გულისხმობს ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. პარლამენტის წევრებმა დადებითად შეაფასეს კანონპროექტი და მხარი დაუჭირეს მის პირველი მოსმენით მიღებას. 16.12.2015 კანონპროექტი: http://parliament.ge/ge/law/1300

გაზიარება: