კარი ევროპული სტანდარტით. წარმოებულია საქართველოში

10/01/2020
Megadoors-ის მიერ

https://megadoors.ge
კომპანია „მეგადორსი“ შპს „ოცნებამ“ დააფუძნა, რომელსაც, თავის მხრივ , სამშენებლო მასალების გაყიდვის სფეროში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

„მეგადორსი“ აწარმოებს, როგორც სერიული მოდელის კარებს, ასევე ახორციელებს ინდივიდუალურ შეკვეთებს. კომპანია წარმოებაში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპულ მასალებს. კერძოდ, კარის კარკასი დამზადებულია - 12%-მდე გამომშრალი პირველი ხარისხის ფიჭვის მასალით, რომელიც დამუშავებულია უახლესი ტექნოლოგიებით. გამოიყენება ავსტრიული ბრენდის ,,კრონოსპანის\" MDF-ის პანელები, კარის დამზადება შესაძლებელია HPL-ის დაფარვით, ხოლო კარის ლამინირება ხდება თურქული ბრენდის PLASKO -ს ეკოლოგიურად სუფთა PVC-ის ფირფიტით.

კარის შიგთავსისთვის გამოიყენება გერმანული სეურლანდის კარის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფს 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას და სიმყარეს, ხოლო ბრიტანული FALCON PANEL PRODUCTS-ის პანელი - ცეცხლმედეგობას.

წებოები და საღებავები შერჩეულია Henkel-ისა და Kliberit -ის ევროპული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან. ,,მეგადორსი\", სხვადასხვა დიზაინისა და სტრუქტურის კარებთან ერთად, მომხმარებელს იატაკის ლარტყებს (პლინტუსებს), მუხის პარკეტსა და კედლის დეკორატიულ პანელებსაც სთავაზობს.

„მეგადორსი\" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის.