პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა


პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს. ბრალდებულებმა ბინის მფლობელს - 1932 წელს დაბადებულ ხ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ვრცლად: police.ge/12466

Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან