საქართველო ევროჯასტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

22.05.2017 01:23

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემა ევროჯასტის ექსპერტებს შეხვდა. ალექსანდრე ბარამიძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის გააქტიურება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, შექმნას ევროკავშირთან რეგულაციების ერთიანი სივრცე და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროჯასტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება. შეხვედრას ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ესწრებოდნენ.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო