გოგი ჭიჭინაძე და ახალგაზრდული ორკესტრი

07.04.2021 02:45

გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მაყურებელს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ თეატრალურ დარბაზში უმასპინძლებს! ორკესტრი მსმენელისთვის მოცარტის 39-ე სიმფონიას და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. კონცერტს გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. ხოლო კონცერტის სოლისტი, ახალგაზრდა პიანისტი - გიორგი გიგაშვილი იქნება. #თაო #tyo #nationalpalace

გაზიარება: