პეტრე ოცხელი
13 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა", რომელიც პეტრე ოცხელის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს ეძღვნება. ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პეტრე ოცხელი (1907-1937), საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თეატრის მხატვარი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში. მხატვრის შემოქმედებითი კარიერა უკავშირდება კოტე მარჯანიშვილთან (1927-1933) თანამშრომლობას, რომელმაც მხატვარს საშუალება მისცა ახალ პრინციპებზე დაფუძნებული სცენოგრაფია შეექმნა. ოცხელის სცენოგრაფია მოქმედებს, როგორც ემოციური კოდექსი, რომელიც ასახავს და გარკვეულ შემთხვევაში ქმნის პიესის განწყობასა და ატმოსფეროს. განსხვავებული ისტორიული ეპოქის ხედვისა და გათავისების განსაკუთრებული უნარი ოცხელს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეიცნოს სხვადასხვა კულტურის სული და თარგმნოს ის თეატრალურ ტერმინებად ისე, რომ არ დაარღვიოს არსი. მხატვრობა დრამატული პროცესის ნაწილი ხდება და პიესის მოქმედების განვითარებას უწყობს ხელს. შედეგი - ორგანული კავშირი სცენაზე მსახიობსა და მხატვრულ გაფორმებას შორის. ოცხელი მიეკუთვნება მოდერნისტი მხატვრების რიცხვს, რომლებიც უბრალოდ რეალობას კი არ გამოსახავდნენ, არამედ ქმნიდნენ მას. რეალობა განიხილებოდა როგორც პლასტიკური მასა, რომელიც ფორმირებას მოითხოვდა. მოდერნისტები თავს დემიურგებად, ახალი სამყაროს შემქმნელებად მოიაზრებდნენ, ბუნებრივია, ეს ექსტაზი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, „მშრომელთა ხელისუფლებას" არ სჭირდებოდა თავისუფალი, მეოცნებე ხელოვანები, მას დამჯერი შემსრულებლები სჭირდებოდა. 1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა, თუმცა, მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას „მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების" ბრალდება წაუყენეს და სიკვდილით დასაჯეს. http://tbcartarea.ge/
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...
მსგავსი ვიდეოები
პეტრე ოცხელი
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელი
culturegovge culturegovge
გამოფენა ეროვნულ გალერეაში
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელი - ეროვნული გალერეა
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელი. საუბრობს ნინო ვაჩეიშვილი. Radio Melomen
რადიო მელომანი
პეტრე ოცხელი გერმანულ ენაზე
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი / GNBC
პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა
culturegovge culturegovge
პეტრე ოცხელი - რეპრესირებული მხატვრის ცხოვრება და შემოქმედებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster