გიორგი გასვიანი | ღამეა ბნელი, დელგმაა
ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ ვებგვერდს https://www.imedi.ge/ge/shows/31/prai... გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი / praimshow #გიორგიგასვიანი #ლექსები #ვაჟაფშაველა © Teleimedi LLC 2023 ღამეა ბნელი, დელგმაა, დგანდგნარებს არე-მარეო. ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა, უშველე, შაიწყალეო! კარგი კარგია მაინცა, – ბეჩავი შაიყვარეო! ტანჯულთა ლოცვა-მუდარა გულს ვარდად დაიყარეო! თუ არ უშველი, საწყლების სულები მიიბარეო!.. გეყო მაგდენი მუქარა, ღრუბელო, გადიყარეო! მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს, ზედ ასქდებოდა ლოდებსა, დღესაც ისევე ბოროტობს, არ იცის, რისთვის ჰგოდებსა. არ ეშინიან ტანჯვისა, იმან არ იცის სიკვდილი. ერთი რამ იცის მხოლოდა: ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი, მუდამ ჟამს უცინარობა, მარტო ტირილი, ტირილი… ქარი სცემს, დაბლა ხევებით ჩამოკიჟინებს მთებითა; ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს, კლდეზე, გაშლილის თმებითა; სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს მკრთალად მთრთოლარის ყბებითა. არ იღებს ხმასა… შემკრთალი ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს; რა საზარლადა ხმაურობს, როგორ საზარლად მდინარებს! ლაშ-დაღრენილი, სასტიკი შავი ხეობა მძვინვარებს. “თავს ნუ იკლავო!” აბა, თუ ერთმა ურჩიოს მაინცა. დახუჭა ქალმა თვალები, მსწრაფლად მორევში ჩაიქცა. – რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის? ამას ჰფიქრობდა ქალია. – ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია. ორთავ შევცოდეთ ქისტებსა, მათ შამიჩვენეს ქმარია… მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია. წაიღო წყალმა აღაზა, ლამსა და ქვიშას შაჰრია. ვაჟა - ფშაველა
მსგავსი ვიდეოები
ავთანდილ ჩადუნელი - „განა რამეა"
TV IMEDI
გიორგი გასვიანი | საქართველოში
TV IMEDI
გიორგი გასვიანი | ტელეწამყვანი ლექსი: იოსებ გრიშაშვილი • "...
TV IMEDI
გიორგი გასვიანი | ილია ჭავჭავაძის ლექსი - ბედნიერი ერი
TV IMEDI
გიორგი გასვიანი | მერანი
TV IMEDI
გიორგი გასვიანი თბილისზე
TV IMEDI
გიორგი გასვიანი | რეზო ამაშუკელის ლექსი "მარტოობა"
TV IMEDI
სიცრუის დეტექტორი | ღმერთი არის სიყვარული
TV IMEDI