195 000 ლარი გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისთვის - ახალციხის ცენტრში მეფის მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნეს

ახალციხის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩაზე მეფე გიორგი ბრწყინვალეს მონუმენტი საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიას რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. ძეგლის შესარჩევ კონკურსში 13 ესკიზი წარადგინეს, საკონკურსო კომისიამ მოქანდაკე კახა არუნაშვილის ნამუშევარი შეარჩია. ძეგლი 7 მეტრიანია, აქედან 3.5 მეტრი ბრინჯაოს მონუმენტია. ახალციხეში მეფე გიორგი V-ს ძეგლის დადგმის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წელს ახალციხეში, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დღეს კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მონუმენტის განთავსების იდეა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის. გიორგი ბრწყინვალეს დედა ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ის მესხეთში პაპასთან, ბექა ჯაყელთან გაიზარდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ახალციხეში გიორგი V-ს ძეგლი დაედგათ.

მსგავსი ვიდეოები