მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

3 თვის წინ

მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები. გავრცელებული ცნობით, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მოლდოვის ჩრდილოეთით სოფელ ნასლავჩას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან