„ერი და პრესა“ - „ერთი გაზეთის ტვირთი“ - მერვე სერია

05/21/2021

დოკუმენტური სერიალი ბეჭდური სიტყვის მაგიურ ძალაზე, რომელმაც საკაცობრიო კულტურისა და ცივილიზაციის ახალ ერას – საყოველთაო წიგნიერების ეპოქას დაუდო სათავე, განსაზღვრა ახალი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბება, განაპირობა ნაციონალური ენებისა და სახელმწიფოების განვითარება, განმანათლებლობის ეპოქის დადგომა, ინდუსტრიალიზაცია და სამეცნიერო რევოლუცია.

ეს არის მოთხრობა ქართულენოვან პრესაზე, რომელმაც მოკლე ისტორიულ მონაკვეთში შეძლო რადიკალურად შეეცვალა ქართველების თვითშეფასება, კულტურული მოთხოვნილებები და წარმოდგენა გარესამყაროზე; როგორ დაიბადა გამომცემლობების, სტამბებისა და რედაქციების გაბოლილ ოთახებში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თითქმის დაკარგული ეროვნული ერთობის განცდა და კრიტიკული აზრი.

ეს არის მოთხრობა ქართული პრესის ფუძემდებლებზე, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებსაც ბეჭდური სიტყვის ფანატიკური ერთგულება, ერთნაირად მძიმე, დრამატული ცხოვრება, მატერიალური სიდუხჭირე და ტრაგიკული აღსასრული აერთიანებთ.

ამავე დროს, ფილმი მოგვითხრობს იმ ნეგატიურ, დამანგრეველ ზეგავლენაზეც, რომელიც შეუძლია იქონიოს ბეჭდურმა პერიოდიკამ, განსაკუთრებით კი პარტიულმა პრესამ კონკრეტული ადამიანის, მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ბედ-იღბალზე. ჩვენს ისტორიაში ასეთი მაგალითებიც მრავლად მოიპოვება.

რეჟისორი – ანდრო ჭიაურელი
სცენარის ავტორი – თამაზ ჯოლოგუა, კოტე ჯანდიერის მონაწილეობით
მთხრობელი – ნინო ბურდული

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2p46lB1
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.