პომპეო: ბელარუსს არ სჭირდება რუსეთსა და აშშ-ს შორის არჩევა

02/01/2020

1 თებერვალს მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „რეალური წინსვლა“ უწოდა ბელარუსთან ორმხრივ ურთიერთობებს. „ძალიან კარგია, რომ ბელარუსსა და აშშ-ს შორის სხვადასხვაგვარი გაუგებრობების შემდეგ... გარისკეთ მინსკში ჩამოსვლა,“ უთხრა ლუკაშენკამ პომპეოს. პომპეოს ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია ბელარუსში მას შემდეგ, რაც 1994 წელს უორენ ქრისტოფერი ახლდა თან მაშინდელ პრეზიდენტ ბილ კლინტონს.
Originally published at - https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1...

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან