MCC-ის ბენეფიციარი დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია (WGDP )

02/08/2019
MCA Georgia-ის მიერ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივის #WGDP პრეზენტაციაზე მიიწვია. ინიციატივა, მომავალი 6 წლის განმავლობაში, 50 მილიონი ქალის დახმარებას ისახავს მიზნად. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ნინოს წარმატების მიღწევაში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი დაეხმარა. მან აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კორპორაციას ეხმარება მისი მისიის შესრულებაში - შეამციროს სიღარიბე ეკონიმიკური წინსვლის შედეგად.
#MCC #MCA

ვიდეოები „MCA Georgia"-ისგან