რეინჯერთა მსოფლიო დღე

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა რეინჯერთა. ეს თარიღი თბილისში, ეროვნულ პარკში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 100-ზე მეტი რეინჯერი, მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიოს ათ საუკეთესო რეინჯერს შორის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი დასახელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები