ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. აღნიშნული ტურისტული ატრაქციიის განსავითარებლად ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კოლხეთის ეროვნულ პარკში განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო საპიკნიკე ადგილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პირსს. პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების კოშკურები. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. კოლხეთის ეროვნული პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც საქართველოდან იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლადაა წარდგენილი.
კანდიდატის განცხადებით, ფოთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით მალთაყვის მიმართულებით, სადაც ეროვნული პარკი, ზღვა, ტბა, მდინარე, უნიკალური ტყე-პარკი ერთ სივრცეში მდებარეობს.
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის