0

07/06/2024

„ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ - ამ სახელწოდების კონფერენცია თბილისში გაიმართა. ღონისძიებაზე გენდერულად მგრძნობიარე მდგრადი შესყიდვების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა და გაერო-ს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. კონფერენცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით გაიმართა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.