"Hare mairaa": "rugby" in the traditional transfer masterton met ,RWC 2011
/ officialgeorgiarugby / georgiarugby საქართველოს ნაკრებმა ქალაქი დანიდინი დატოვა და ველინგტონის გავლით მასტერტონში გაემგზავრა. იქ ჩასულებს კი ადგილობრივებმა დახვედრა, "პოფირი" მაორების სალოცავ "ტე ორე ორე მარაეში" მოგვიწყვეს. ღონისძიება საკმაოდ დატვირთული და კარგად ორგანიზებული გამოდგა. ჩვენი მასპინძელი ორი ადგილობრივი ტომი (ივი), რანგითანე და კაჰუნგუნუ იყო. საქართველოს ნაკრების მორაგბეებს მარაეს შესასვლელთან გზაზე ერთ-ერთი მასპინძელი მაორი დახვდა. ფუთათურას (ნიჟარის საყვირის) ხმაზე სტუმრებისკენ სამი მაორი დაიძრა, რომლებიც უცნაური ხრიალითა და მოძრაობებით საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდნენ. მერე ერთ-ერთმა მათგანმა მიწაზე რაუ ანუ გვიმრის ფოთოლი დადო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ რაუ აიღო და გუნდი მარაესკენ დაიძრა. მარაეს ეზოში ადგილობრივი სკოლების, რაგბის კლუბების და ორივე ტომის ახალგაზრდები დაგვხვდნენ, რომლებმაც ჰაკა შეასრულეს. მერე სტუმარ-მასპინძელი მარაეს წინ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, მაორების ერთ-ერთი წარმომადგენელი, სავარაუდოდ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება მაორულად დაახლოებით ათი წუთი გვესალმებოდა. "ჰარე მაირაა, ჰარე მაირაა", (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) ხშირად იმეორებდა ის. ამის მერე მასპინძლებმა სიმღერა მოგვიძღვნეს, რაზეც სტუმრებმა წესის მიხედვით ასევე სიმღერით უნდა უპასუხონ. "ბორჯღალოსნებმა" ქართული ხმების მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად მაორებს "ზესტაფონო გშორდები" და "იმერული მრავალჟამიერი" უმღერეს, რამაც მასპინძლების აღფრთოვანება გამოიწვია. მანამ, სანამ მორაგბეებს ფართიზე მიიწვევდნენ, კიდევ ერთი რიტუალის, ჰონგის ანუ ცხვირებით მისალმებამ მოუწიათ. ამ პროცედურას ბიჭებმა ხუმრობით ცხვირხახუნა შეარქვეს. ფართი, სადაც მრავლად იყო წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, გივი ჭიჭინაძის ბენეფისად გადაიქცა. მან იტალიური ოპერებიდან ორი არია შეასრულა, რომლის შემდეგაც მარაეს მიმდებარე შენობის კედლები, სადაც თავყრილობა გაიმართა, ადგილობრივთა აპლოდისმენტებით ლამის დაინგრა.
GEORGIA RUGBY-ის სხვა ვიდეოები
00:21
GEORGIA VS UKRAINE 33:3,machxaneli try [third try]
02:04
"შვიდკაცა"--ბრძოლის ყიჟინა მომესმა
00:20
Agen 26:33 Pau Tamaz MCHEDLIDZE's try
01:01
საქართველო - გერმანია , შალვა სუთიაშვილის ლელო (მე...
01:20
GEORGIA 60:0 SPAIN tedo Zibzibadze try (first try...
41:25
russia-georgia 9:15 sochi ,საქართველო - რუსეთი 15:...
00:51
Georgian - Russia , საქართველო - რუსეთი 1996
02:31
russia-georgia 12-18 , საქართველო -რუსეთი 18:12, 2...