ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება

01/28/2021
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო.

ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სუს-მა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი დასრულდა დღეს და შემდეგი პროცესი გაიმართება 5 თებერვალს. როგორც გვითხრეს, სავარაუდოდ ეს იქნება ბოლო პროცესი. სახაზინო ადვოკატს საღამოს დავუკავშირდები და სავარაუდოდ მეტი ინფორმაცია მექნება. რაც ვიცი ადვოკატისგან, წინა პროცესზე ჩემი ქმრისა და რუსი სამხედროების ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს და ის, რომ ზაზამ გამიზნულად ესროლა, არსად იკვეთება. პატიმრობის ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედს არ ვკარგავთ.



გახელაძეს უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან