საბჭოეთის აჩრდილი 100 წლის შემდეგ (ისტორია)

ანალიტიკური გადაცემების სერია „საბჭოეთის აჩრდილი - 100 წლის შემდეგ“ მეორე გადაცემის თემაა - „ისტორიის გაყალბება საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და პოსტსაბჭოთა რეჟიმების მიერ“ ავტორი და წამყვანი გიორგი სავანელი. პროდიუსერი ნათია სოყურაშვილი სტუმრები: ირაკლი ხვადაგიანი /SOVLAB-ის მკვლევარი, ისტორიკოსი/; ქეთი ხუციშვილი /,,მითების დეტექტორის" რედაქტორის მოადგილე/; ბეჟან ჯავახია/ისტორიკოსი/; ლაშა ბუღაძე/მწერალი/ ----------- გადაცემების მიზანია უკანასკნელი 100-წლეულის საზოგადოებრივი, ისტორიული და სოციალური პროცესების დიალექტიკური გააზრების სტიმულირება და ანალიტიკური დისკურსის წარმოებით, წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, საბჭოთა „მითების“ დეკონსტრუქციისა და საზოგადოებაში არსებული მენტალური, თუ სოციო-კულტურული ჩანარჩენების აღმოსაფხვრელად. პროექტის მხარდამჭერია - ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ეძღვანება დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავს და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თარიღს.

მსგავსი ვიდეოები