ბოლნისის კინოთეატრი

22.12.2023 03:23

2022 წელს პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ფარგლებში, ბოლნისის მოსახლეობამ ბოლნისის კინოთეატრის რეაბილიტაცია აირჩია.

აქტივისტებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 300 ათასი ლარი.

კინოთეატრის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროექტი ორ ეტაპად გაიყო:

პირველი ეტაპი - სახურავისა და სველი წერტილების მოწყობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა;

მეორე ეტაპი - კოსმეტიკური რემონტი და შენობის იზოლირება შემდეგი წლიდან დაიწყება.

#კინო #კინოთეატრი #ბოლნისი

▪ გაეცანით სხვადასხვა საინტერესო ისტორიას ვებგვერდზე - https://indigo.com.ge

გაზიარება:
EstateHub