ლევან ხიდეშელი - ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი

06/24/2021

სტუდენტები იბრძვიან განათლების სისტემაში ცვლილებებისთვის და აკადემიური თავისუფლებისთვის. ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ლევან ხიდეშელი, გვესაუბრა, უნივერისტეტში არსებულ იდეოლოგიზირებულ სწავლების პროცესსა და სახელმძღვანელოზე.

1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური მეცნიერების სწავლება დაიწყო ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე. ივანე ჯავახიშვილი ასწავლიდა ეკონომიკის ისტორიას და შექმნა სახელმძღვანელოები საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკის ისტორიის შესასწავლად. ფილიპე გოგიჩაიშვილმა თარგმნა ადამ სმიტის, დევიდ რიკარდოს, კარლ მარქსის ნაშრომები.

დღეს, უნივერსიტეტში, არ არსებობს აკადემიური თავისუფლება, სასწავლო პროცესს წარმართავს იდეოლოგია და ბაზრის დაკვეთა, რომელიც ვიწრო სპეციალიზების კადრებს ასაქმებს. თეორიის შესწავლა არ მიმდინარეობს. ლექტორები მხოლოდ ნეოკლასიკური თეორებისა და კეინზიანიზმის სწავლებით შემოიფარგლებიან.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli..  .
Instagram:   / mautskebeli.  .
Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​​​​​​​​​​​

#მაუწყებელი

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან