თემო შენგელაია - მე მაპატიე/ Temo Shengelaia- Me Mapatie

08/09/2017
Giorgi Meliava-ის მიერ

მე მაპატიე
თუ არ მიჭირს უკვე
უშენოდ,
თუ ყოველ დილით ცოცხალი ვარ,
რომ აღარ ვგლოვობ,
მე მაპატიე
თუ ჩემს თავშიც უკვე
ვუშვებ რომ
გაუთავებელ ტკივილებსაც ჰქონიათ ბოლო...
მე მაპატიე
ხელაღებით
რომ შენი წასვლა
გადავიტანე, ვუმკურნალე სულში იარებს,
მე მაპატიე
თუ დავბრუნდი საკუთარ თავთან,
თუ ამ თვეებმაც უცრემლებოდ გადაიარეს...
მე მაპატიე
რომ გაქცევა ვერ გაპატიე,
რომ ნება დაგრთე, ზურგშექცევის, წასვლის,
ანცობის,
თუ ვგავდით მე და
ჩემი თავი
საშიშ პატიმრებს
როცა შენს სახელს გვიხსენებდა ვინმე ნაცნობი...
მე კარგად მახსოვს
რომ წახვედი როცა მაკლდი და
წასვლის სუნი აქვთ (სამუდამოდ) ერთხელ წასულებს
და სანამ სრულად გააღწევდი ჩემი კანიდან
კარი შიგნიდან გამეტებით მოიჯახუნე.
დრომ იმედები სანაგვეზე გადამიყარა,
რადგან დრო იყო ღმერთი გერქვა, ღმერთსაც მერჩივნე,
მიყვარხარ?
დიახ
რა თქმა უნდა
ეს რა კითხვაა,
თუმც ისე მოხდა, რომ უბრალოდ გადაგეჩვიე...


Follow
https://www.facebook.com/giorgimeliav...
https://www.facebook.com/optimismN1/

ვიდეოები „Giorgi Meliava"-ისგან