თორნიკე ჭელიძე - სიზმრისპირული (საშა ბაშლაჩოვისთვის მიძღვნილი პოეზიის საღამო)
გთხოვთ, გამოიწეროთ არხი - / @doctornina1 ასევე გაეცანით ფეისბუქის გვერდს "მანგო ჩემია" - ცხოვრებისეული მიგნებებით სავსე სიღრმისეული პოეზია - https://www.facebook.com/mangochemiap... სიზმრისპირული არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება სადღაც დამჭირდეს. ჩემო უკვე მდგარო დღეებო, მომავლისაკენ გაიწიეთ და სხვებს უთხარით: ვერ მივალ მათთან; დღეებთან, სადაც შემიძლია ნამდვილი ვიყო, სადაც ნაკლებად დაიშვება შემხვდეს სიკვდილი, ან სიყვარული, - ამდენად მსუყე. დღეებში, სადაც თუნდაც ერთ კენჭს ადგილს ვერ ვუცვლი. მე ვიწყებ წერას. შენი ხმიდან ვიწყებ. სიცხეა. ზაფხული. ზღვაა. ქალაქია ზღვისპირა. სახლი - ბანაკი. კარგი ნაცნობები (სასიხარულოდ) არც თუ ნაკლებად მსიამოვნებს, ვზივარ და ხელებს ჩავკიდებ ხელზე უცნობს (მხოლოდ) ჯერ კიდევ ასეთ საქმეებისთვის, და ვსაუბრობ, ვიგონებ, ვამბობ სიმართლეს, უფრო მეტად მისთვის მისაღებ ტყუილს - საქმეებს ჩემსას. ზაფხულია. ზღვისპირი. შაბის ფერი აქვს ღრუბლებს, მძიმე ღრუბლებს, - ქალაქის ზემოთ. და არ წვიმს, - ვხედავ. ვეღარ ვხედავ. ვერ ვსუნთქავ. ვწვები. ავდგები ისევ. სიგიჟეა. სიცხეა. ამ დროს არ იბადება, როგორც წესი, ისეთი ლექსი, ღირდეს ჩაწერად, არჩაწერად ღირდეს, თუ გინდა. ვდგები მე შენი სხეულიდან. შენს ნიჟარაში მებადურების სიტყვებია, ფიქრები, ლოცვა, გინებაც მათი. ისე ვდგები, წყალმა რომ ქვიშის ნაპირზე იცის; მოიქცევა, შემოდის, ცოცავს ნავები, ძველი სამფანები ნაპირებისკენ. ვიწყებ გალობას შენი ღმერთის ტაძრიდან, შენი ანგელოზების ფრთების ხმიდან ვშრიალებ ისე, როგორც მიწისქვეშ, სიღრმეებში გაივლის ქანებს, დაიწმინდება, გაცივდება და მერე შესვამ, ან ნაკვალევში პლანეტების მოწყვეტას, ქრობას ირეკლავს წყალი, წვეთზე მეტი წყალი და რჩება დიდი ხნით, ვიდრე ის პლანეტა. და მიკვირს. ქარი არ უნდა ქროდეს, ამ დროს თითქოს კარგი ჩანს სიცხე და ზღვისპირ ქალაქს შეფენილი ღრუბლების ტილო. სურვილი: ახლა, ცხოვრებიდან - ყოფიდან მხეცი გამივიყვანო და ღორების მშიერი კოლტი გავუშვა ჩემი ბნელი სულის ქიმიდან დაბლა. ვიწყებ სიმღერას შენი სიზმრის მღვიმიდან, ასე მე გადავდივარ სინათლისკენ და ვიდრე ბოლო ნაბიჯით მზისკენ ავიწევი, კედლებზე - ქვაზე ხელს ვუსვამ ხოლმე ჩემს ბიზონებს, ტახებს და თვალი დგება თვალის წილ საკუთარის. ჩემი სიმღერა ამდენად უფრო მაღალია და შენთან ახლო. მე ვიწვდი ნერვებს შენკენ, როგორც მიწა - ყვავილებს. ვამბობ: არ დავკარგო ადამიანი, შეიძლება რომ მას დავჭირდე.
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...
მსგავსი ვიდეოები
თორნიკე ჭელიძე _ ფრაგმენტი მომავალი რომანიდან
ა. უ.
თორნიკე ჭელიძე
Natia Tamazashvili
თორნიკე ჭელიძე
Natia Tamazashvili
თორნიკე ჭელიძე
Natia Tamazashvili
თორნიკე ჭელიძე / რამდენჯერ უნდა მოკვდე
Davit Narimanidze
თორნიკე ჭელიძე — სოლიდარობა ნიკა ჩერქეზიშვილს / tornike che...
მანგო ჩემია
თორნიკე ჭელიძე "თოკოს მამიკოსაგან"
Natia Tamazashvili
თორნიკე ჭელიძე 27 თებერვალი
Salome Machaidze