სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. მისი ღირებულება 450 მილიონი დოლარია, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „პაკეტში შედის შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები“, – განაცხადა კირბიმ. ასევე, პაკეტში შედის ათობით ათასი ტყვია-წამალი და საპატრულო კატერები. ეს დახმარების რიგით მეცამეტე პაკეტია, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დაამტკიცა. აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 6,1 მილიარდს მიაღწია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები