საბავშო ბაღებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება?!

09/25/2020
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება.- ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა . 1 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესის განახლებისათვის ემზადებიან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა -ბაღებში, თუმცა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში სააღმზრდელო პროცესის დაწყების გადადებას არ გამორიცხავენ და ამისათვის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების გადაწყვეტილებას ელოდებიან. სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვოლი ,,თრიალეთთან,, საუბრისას ამბობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ბაგა-ბაღებში განაკუთრებით რთული მცირეწლოანი ბავშვებისაგან შემდგარ ჯგუფებში იქნება, ამიტომაც მისივე თქმით, სააგენტომ თავისუფალი დასწრების გააწყვეტილება მიიღო, ანუ თუ მშობელს არ სურს სააღმზრდელო დაწესებულაბში შვილის მიყვანა, ამაზე უარის თქმა შეუძლია.
გორის მუნიიცპალიტეტის 63 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლებას 6000-მდე აღსაზრდელი ელოდება.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან