უკრაინელ დევნილთა საინფორმაციო ცენტრი აეროპორტში

3 თვის წინ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ დევნილთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, უკრაინელებს ექნებათ საშუალება, ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე მოხდება ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთების გადაცემა. საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე ლარსის გამშვებ პუნქტთან. პროექტის ხელმძღვანელია წითელი ჯვარი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან