დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი და ოთხი კრიტერიუმი - დოკუმენტის მიხედვით, პირი, რომელიც სამ პუნქტს დააკმაყოფილებს, ოლიგარქად ჩაითვლება. პროექტი, ე.წ. უკრაინული მოდელის მიხედვით მომზადდა და ის „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კრიტერიუმები კი ასე განისაზღვრა - პირი, რომელსაც 80 მილიონ დოლარზე მეტი აქვს, ასევე გავლენა აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაზე და ეწევა მონოპოლიურ საქმიანობას. ოლიგარქად პირს აღიარებს პარლამენტი - უკრაინის შემთხვევაში, ეს უფლებამოსილება პრეზიდენტთან არსებულ საბჭოს აქვს. ოლიგარქად აღიარების შემდეგ კი მას კონკრეტული შეზღუდვები უწესდება. ოპოზიცია ამ კანონპროექტს აბსურდულს უწოდებს და არ იზიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები