მედიაჰოლდინგი ფორტუნა დღეს, 31 დეკემბერს 20 წლის გახდა

31.12.2017 11:40

ოქროს სტანდარტად აღიარებული რადიო ფორტუნა დღეს, 31 დეკემბერს 20 წლის გახდა, მასთან ერთად 10 წლის იუბილეს ავტორადიოც აღნიშნავს. 20 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგმა შეძლო FM სივრცეში უამრავი სიახლე დაემკვიდრებინა და რადიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ამაყად დაეკავებინა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჰოლდინგმა ჩვენთვის არაერთი ცნობილი სახე თავისთან მიიპატიჟა, მათგან მილოცვებიც მიიღო და წინასაახალწლო განწყობა მათ კიდევ უფრო აუმაღლა. „ფორტუნაში“ კონცერტიც გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას პოპულარული ჰიტები ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, მაკა ზამბახიძემ, რატი დურგლიშვილმა, ვერიკო ტურაშვილმა, კახა კუხიანიძემ, აჩი ფურცელაძემ და თაკო ოქროპირიძემ შეასრულეს. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო