თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

06.10.2017 02:07

თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა.

ლევან იზორიამ ლიტველ სტუმართან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის გეგმის მომზადების პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის განხორციელებას, წვევამდელთა პროგრამის მიმდინარეობის, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ამოქმედების საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა და ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობის, ასევე სამხედრო განათლების სფეროში შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და ლიტვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის მინისტრი ლიტვის  სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
01:35

თავდაცვის მინისტრი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

თავდაცვის სამინისტრო

12/04/2017 მაესტრო ლიტვის თავდაცვის მინისტრი
00:55

12/04/2017 მაესტრო ლიტვის თავდაცვის მინისტრი

##

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
01:38

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა  ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
00:09

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთა...

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან
01:13

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
01:31

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

თავდაცვის სამინისტრო

ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში
01:30

ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტრო

ლიტვის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
01:26

ლიტვის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

TV3

ყველა ვიდეო