გლეხები მარნეულიდან - უფლება და საჭიროება მიწაზე
სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს სასოფლო-სამეურნეო მიწების სარგებლობაში გადმოცემას. მიწა ადგილობრივი გლეხებისთვის არსებობისა და თვითგადარჩენის საბაზისო რესურსია. სამწუხაროდ, ადგილობრივი გლეხებისთვის მიწით სარგებლობის პროცესს ამ რეგიონში მიწების გადანაწილების უსამართლო პრაქტიკა, მიწის დაუსრულებელი რეფორმა და ასევე, ადგილობრივი ეპარქიის გავლენები აფერხებს. 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გლეხებს მიწითა და სარწყავი წყლით სარგებლობისთვის ძალიან მაღალ იჯარის გადასახადს ადგილობრივი ეპარქია ახდევინებდა. სინამდვილეში, დოკუმენტებში არსად ჩანს, რომ ეს მიწა ეპარქიას ეკუთვნის. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა სამართლებრივი საფუძვლით იღებდა ეპარქია იჯარის გადასახადს გლეხებისგან. ორი წლის წინ ადგილობრივი გლეხების თვითორგანიზებულმა ჯგუფმა ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომა. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს მათ უკეთ დაორგანიზება მოახერხეს და სახელმწიფოსთან მათი მოთხოვნები მიწაზე პროტესტის ფორმით დააყენეს. სამწუხაროდ, ამ პროცესში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა და მისი ეპარქიის სხვა მღვდლებმა მკვეთრად შოვინისტური ენა გამოიყენეს და საქართველოს აზერბიაჯანელებს მიუთითეს, რომ მათ მიწების მოთხოვნა არა აქ, არამედ საზღვრის იქით (იგულისხმება აზერბაიჯანი) შეეძლოთ. ვიდეო: KMD FILMS http://emc.org.ge/
სოციალური სამართლიანობის ცენტრი-ის სხვა ვიდეოები
20-21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი შ...
20 - 21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი...
EMC-ის ფორუმი: გიორგი მაისურაძე - მართლმადიდებლური...
როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტ...
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამ...
კოალიცია თანასწორობისათვის
კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გუგული ცუცქირიძე
გურო იმნაძე - შეწყალების მექანიზმზე
მსგავსი ვიდეოები
გლეხები დახმარების მოლოდინში [Video]
samkhretis karibche
გლეხები 30 ლარიან ვაუჩერს ელოდებიან
ახლობელი მედია
გლეხები ყურძენს ვერ აბარებენ
Mtisambebi / მთის ამბები
გლეხები შემცირებულ დახმარებას მიიღებენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
გლეხები - თამბაქოზე აქციზის შემოღებით ხელისუფლება ულუკმაპუ...
TV 25
გლეხების აზრი გოროზიას მანქანებზე
ჟურნალი ლიბერალი
გლეხები კომპენსაციას ითხოვენ
Guriis Moambe
გლეხები ვალდებული იქნებიან პროდუქციის მწარმოებელ ფიზიკურ პირ...
TV 25