საბჭოეთის აჩრდილი 100 წლის შემდეგ (სოციალური თანასწორობის სიყალბე)

ანალიტიკური გადაცემების სერია „საბჭოეთის აჩრდილი - 100 წლის შემდეგ“ მეშვიდე გადაცემა - თემა: „სოციალური თანასწორობის მითი საბჭოთა ტოტალიტარულ ყოფაში“ საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპირებული სოციალური თანასწორობა - ეფექტურად შეფუთული ტყული. რა ფუფუნებაში ცხოვრებდა სტალინი, საბჭოთა ნომენკლატურა, პარტიული „ელიტა“ და „წითელი ინტელიგენცია“? კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორც საბჭოეთის სახე, საბჭოთა ბიუროკრატიისა და მოქალაქის სოციალური ურთიერთობების მახასიათებლები - რატომ ვერ დასრულდა დღემდე ეს ინერცია. ავტორი და წამყვანი გიორგი სავანელი. პროდიუსერი ნათია სოყურაშვილი სტუმრები: გიორგი მარგველაშვილი /საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, ფილოსოფოსი/ მეგი ქარცივაძე /IDFI-ს მეხსიერების და დეზინფორმაციის მიმართულების კვლევების ანალიტიკოსი/ სპეციალური ჩართვით: რუსუდან კობახიძე /SOVLAB-ის მკვლევარი/ ----------- გადაცემების მიზანია უკანასკნელი 100-წლეულის საზოგადოებრივი, ისტორიული და სოციალური პროცესების დიალექტიკური გააზრების სტიმულირება და ანალიტიკური დისკურსის წარმოებით, წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, საბჭოთა „მითების“ დეკონსტრუქციისა და საზოგადოებაში არსებული მენტალური, თუ სოციო-კულტურული ჩანარჩენების აღმოსაფხვრელად. პროექტის მხარდამჭერია - ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ეძღვანება დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავს და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თარიღს.

მსგავსი ვიდეოები