4
რა შეუკვეთა და რა მიიღო სააკაშვილის ოჯახმა ლობისტური კომპანიებისგან. შეკვეთილი სტატიები, ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუცია, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ამერიკელ სენატორებთან მუშაობა, მასალები, რომლებსაც ლობისტური კომპანიები მედიასაშუალებებისთვის ამზადებდნენ და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდნენ, თითქოს სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სააკაშვილის ოჯახი და მათ შორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, მსჯავრდებულის ბიძა, თემურ ალასანია სწორედ ამ საქმიანობისთვის უხდიდა ლობისტურ კომპანიებს სოლიდურ თანხას. მასალა მიმდინარე წელს გამოქვეყნებული პირველი მტკიცებულება არ არის. სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებული კამპანიისთვის პატიმრის ოჯახს დეკლარირებულად მილიონამდე დოლარი უკვე გადახდილი აქვს. დოკუმენტები კი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის - ფარას შესაბამისად გასაჯაროვდა. მართალია, როგორც აშშ-ს ელჩი საქართველოში აცხადებს, მისივე ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს არ იცნობს, თუმცა საჯარო ინფორმაციით, სწორედ ამერიკის საელჩოს დახმარებითა და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში კომუნიკაციით უნდა მოეხერხებინა ლობისტურ კომპანიას, მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის სააკაშვილის მკურნალობის უფლება. დოკუმენტების მიხედვით, ლობისტური კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან იგეგმებოდა აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბარი. ხმაურიანი დოკუმენტების პოლიტიკური შეფასებები ნახეთ თამარ წიკლაურის სიუჟეტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ❤️❤️
GeorgianMelodyქართულიმელოდია
თქვენი ცეკვის ვიდეო გამოაგზავნეთ აქ: [email protected]
INFINIX Dance Crew
რატომ უნდა დაიხერხოს ბეტონის იატაკი ტემპერატურულ შოვებად? მ...
ლისა ჯგუფი • Lisa group
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
„შარკ თენქ საქართველო“ პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კინოთეატრი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
67 skolis banketi კლიპების რეკლამების გადაღება Full HD video...
joni elashvili 599 933 127