ირაკლი ჩიქოვანი მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა

24.10.2020 01:01

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და იმ კონკრეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკასა და შიდა წარმოებას. #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

გაზიარება: