„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

2 თვის წინ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამიას მხარდაჭერაზეა საუბარი. „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებით საქართველოში პოლარიზაცია გაძლიერდება. მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა და მათთვის ცნობილია, რომ აშშ-ს საელჩო მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს, რისი დასტურიც არის არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან