ახალი ერა - თალიბანს ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება მოუწევს

09/01/2021

მას შემდეგ რაც თალიბანმა ქაბული აიღო, ავღანეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. სწრაფად უფასურდება ეროვნული ვალუტა, იზრდება ფასები საკვებზე და სხვა პროდუქტებზე. ვითარება კიდევ უფრო ამერიკელების ავღანეთიდან გასვლამ და მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა გაართულა. ხალხი ბანკის რიგში დგას დეპოზიტიდან ფულის მოსახსნელად და ყიდის ყველაფერს, მათ შორის პირად ნივთებსაც. ქაბულის ბაზარში ამბობენ, რომ მყიდველი უფრო ცოტაა ვიდრე გამყიდველი. #ამერიკისხმა #კრიზისიავღანეთში

ვიდეოები „ამერიკის ხმა"-ისგან