Soso Mikeladze - Miyvarxar - სოსო მიქელაძე - მიყვარხარ

#მიყვარხარ, #miyvarxar, #სიყვარული, ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2016 წელი, აპრილი. Written by: Soso Mikeladze Arrangement: Beka Gabunia წარმოგიდგენთ ჩემს ახალ სტუდიურ ნამუშევარს - სიმღერას სახელწოდებით „მიყვარხარ“. 8 თვით ადრე ამ სიმღერაზე სინათლე იხილა სიმღერამ „მე და შენ“ - დღეს იგი ქართული მუსიკალური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენელია. „მიყვარხარ“ ამ შემთხვევაში აგრძელებს იმ მარადიული სიყვარულის სულისკვეთებას, ერთობის განცდას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვხიბლავს წინა სიმღერაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მეგობარს, ვინც ისევე, როგორც უწინ, ერთგულად იყო ჩართული სიმღერის სტუდიური ჩანაწერის შექმნის პროცესში. სიმღერა გამოვიდა 2016 წლის 6 მაისს, გიორგობას, და ეს სიმღერა სწორედ უდიდეს ადამიანურ სიყვარულს ეძღვნება. სიყვარულს, რომელიც არ ბერდება, არ ჩერდება, არ იკარგება - სიყვარულს, რომელიც ადამიანის ყოველ წამსა და უჯრედს გასდევს! „მიყვარხარ“, მგონი, ის სიტყვაა, რომლის წარმოთქმა ხშირად ასე გვიჭირს და ამასთან ერთად ესოდენ ძლიერ გვჭირდება! შეიყვარეთ ეს სიმღერა, გაიზიარეთ, დაათბეთ იგი თქვენი პირადი სიყვარულით. გფარავდეთ უფალი ყოველთვის! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - "მიყვარხარ" (ტექსტი) შენ რომ შემომხედავ ინთება სანთელი გულისა, სიამის ჟრუანტელს მიჰყვება ფიქრების სიმშვიდე, წარსულის ტკივილებს მავიწყებს უტკბესი სულის ხმა, შენი მოფერება, სიტყვა და ამბორი მამშვიდებს. სულ ერთად მოვდივართ და ერთად ვზეიმობთ სიცოცხლეს, ეს გული მაგ შენს გულს ჩონგურის სიმივით ეწყობა, მარად და ყველგან სუნთქვაში გაზაფხულს მიცოცხლებ, რამდენი გელოდე და რა მალე მოვიდა ერთობა. მისამღერი: მიყვარხარ – ჩვენს მზეს და სიცოცხლის სინათლეს ვფიცავარ, მიყვარხარ – ჩემი არსებობის უსაზღვრო სივრცე ხარ, მიყვარხარ – უფსკრულის პირასაც ვიტყვი, რომ მიყვარხარ, მიყვარხარ – მიყვარხარ, ჩვენს მზეს და ყველაფერს ვფიცავარ. შენ ჩემი შვილების უტკბესი სამყარო მაჩუქე, და ჩემი მარცხიც და მიღწევაც ღირსებით ატარე, გულში რომ გიხუტებ, ცასა და ვარსკვლავებს გავყურებ, გახსოვს ტალღებს რომ ვუთვლიდით გადარეულ მდინარეს. ჩვენი სიყვარულით რამდენჯერ დავანთეთ ცისკარი, მადლობა რამდენი შევწირეთ უფალს და ერთმანეთს, ყოველთვის ვიცოდი ამ გრძნობის სადარი არ არის, და რომ ვერ აიტანს იგი ვერც ზღუდეს, ვერც სამანებს. მისამღერი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ © საავტორო უფლებები დაცულია გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას; ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!! ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია! ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში. ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი. https://youtu.be/LkBmbILxc-s Miyvarxar - Soso Mikeladze - მიყვარხარ - Люблю тебя - სოსო მიქელაძე მოუსმინეთ ჩვენი არხის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს: 1. „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=qHQZZ4viQz8 2. „მიყვარხარ“ https://www.youtube.com/watch?v=LkBmbILxc-s 3. „მარიამი“ https://www.youtube.com/watch?v=yqymH99lJRU 4. „გოგო გოგონი“ https://www.youtube.com/watch?v=iLfAqMV_6qM 5. ალბომი „მე და შენ“ https://www.youtube.com/watch?v=2Q9eEMrohqo გამოიწერეთ არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladze შემოგვიერთდით Facebook-ზე: https://www.facebook.com/sosomikeladze111/ Twitter: https://twitter.com/sosomikeladze Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1 My site: https://sosomikeladze.wordpress.com Instagram: https://www.instagram.com/mikeladzesoso/ სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1Rm Русский дословный перевод: http://wp.me/p2yRJ1-1Rm

მსგავსი ვიდეოები