Beyond The Mystic Mountain / იდუმალი მთის მიღმა [ინკლუზიური სპექტაკლი]

11/29/2020
Inclusive Theatre Contact-ის მიერ

(For English please scroll down)\"
ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ , წარმოგიდგენთ ინკლუზიური სპექტაკლის ონლაინ პრემიერას სახელწოდებით „იდუმალი მთის მიღმა“. //საავტორო უფლებები დაცულია//

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რეჟისორი და პიესის ავტორი : ირა კოხრეიძე
სცენოგრაფი და პროექტის ხელმძღვალენი : გიორგი მიქაბერიძე
სპექტაკლის საავტორო მუსიკის ავტორი - My Equinox Divineდა გიორგი მიქაბერიძე.
(სპექტაკლში გამოყენებულია ასევე კლასიკური ნაწარმოებებიც)
----------------------------------------------------------------------------------------------------
„იდუმალი მთის მიღმა“ - ფილოსოფიურ-შემეცნებითი ხასიათის ინკლუზიური სპექტაკლია, რომელიც ამავდროულად ერთგვარ გაგრძელაბას წარმოადგენს სპექტაკლისა სახელწოდებით „კონტაქტი“, რომელმაც 2019 წელს ქართული ინკლუზიური ხელოვნების ისტორიაში პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა! სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა შედგა ქალაქ პეკინში 2019 წლის ივლისში - ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ასევე სპექტაკლი წარსდგა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ (GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi).

თუ სპექტაკლი „კონტაქტი\" მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის. და თუ როგორ გადაადგილებიან მთავარი გმირები სხვადასხვა განზომილებაში; ხვდებიან უცნაურ არსებებს, რაც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს. მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.
სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“ ამ ისტორიის ერთგვარი გაგრძელებაა, ,ის ასახავს დედამიწაზე განსხეულების შემდეგ ადამიანის მიერ განვლილ გზას. მოგვითხრობს ქალაქზე სადაც მძინარე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ეგონათ რომ იყვნენ ფხისზლად. ამ ქალაქში სადაც მთავარი გმირები დაბადებისას ხვდებიან, იყო გავრცელებული ლეგენდა, რომლის თანახმად ერთი „ღვთაებრივი ფრინველი“ ორი სამყაროს საზღვარზე ბინადრობდა. ამ ადგილს კი ერქვა იდუმალი მთა სახელად „მერუ“. ბევრი ეძებდა მას იმისთვის რომ სამყაროს არსი და აზრი შეეცნო, ბევრიც იმისთვის რომ საკუთარი ამბიციები დაეკმაყოფილებინა. ამ სანუკვარ ადგილზე მოხვედრის სურვილით მძინარე ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო შეპყრობილი და ყველნაიარ მეთოდს იყენებდნენ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ყველაფერი გაცილებით მოულოდნელად ვითარდება...

მონაწილეობენ: მარიამ იორდანიშვილი ,
გიორგი პოლოლიკაშვილი
სანდრო დარსაველიძე
მაშიკო თვალაბეიშვილი
მარიამ კაპანაძე
ნია ბერიკაშვილი
ლიკა ჯანიაშვილი
გვანცა ჯავახიშვილი
გიორგი გვასალია
მაიკო მინჯია
ნინი ფირცხალავა
ლუკა უშვერიძე
ანა ხაჩიძე
ანანო ჩიტაძე
სესილი ღვინჯილია
მარიამ ფირცხალა
ვაგიორგი მიქაბერიძე.

მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით :
“NOISE HARMONY PRODUCTION”“VIDEOSCOPE”
======================================
November 28 at 20:00 we invite you to the big experimental premiere of our play, which will be held online and available to everyone via facebook live with English Subtitles\"Ira Kokhreidze Inclusive Theater\", with the support of the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia and Tbilisi State University, presents inclusive performance “ Beyond the Mystic Mountain”.

Play director and author: Ira Kokhreidze
Scenographer and project manager: Giorgi Mikaberidze
Music composer - My Equinox Divine\u0026 George Mikaberidze
(Classical music is also used in the play)

“ Beyond the Mystic Mountain” - is an inclusive philosophical-cognitive performance, which at the same time is a continuation of the play \"Contact\", 2019, which gained the first international recognition and success in the history of Georgian inclusive art! The world premiere of the play took place in Beijing in July 2019 as part of the China International Festival of Dramatic Arts. The play was also presented at GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi.
The play \"Contact\" tells us about the path that the soul takes before birth. And how the main characters travel in different dimensions; they meet strange creatures that reflect the process of preparation for birth. The main characters are looking for a door that will connect them with Earth. Everything ends with the incarnation of the soul and reminds us that every human being has an important and unique purpose in the material world.
The play \"Beyond the Mystic Mountain\" is a kind of continuation of this story, it reflects the path taken by a person after incarnation on Earth. Tells the story of a city where people are asleep, but they think, they are awake. In this city, where the main charecters appear right after birth, there was a widespread legend that the \"divine bird\" lived on the border of two worlds. This place was called the mystic mountain \"Meru\". Some were searching for it to understand the essence and meaning of the universe, some to satisfy their own ambitions. The whole population of the sleeping city was obsessed with the wish to get to this cherished place, using different ways to achieve the goal, but suddenly everything changes