ჯავარიქეთში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
მიუხედავად ჯვარიქედში არსებული წყლის რესურსისა, წლების განმავლობაში აქ სასმელი წყალი მთავარი პრობლემა იყო. ახლახან კი არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავაკასიური ინსტიტუტის" პროექტის დახმარებით და ადგილობრივების ჩართულობით, სასმელი წყლის პრობლემა ჯავარიქეთში მოგვარდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფლის წყალგაყვანილობისთვის სპეციალური მილები, ფილტრები, პლასტმასის აუზი და სხვადასხვა სამშენებლო მასალები შეიძინა, ნაწილი საჭირო მასალების ხარჯები კი ჯვარიქედის მოსახლეობამ საკუთარი ფინანსებით დაფარა. პროექტის განხორციელებამდე, სასმელ წყალს მხოლოდ 16 ოჯახი მოიხმარდა. სათავე ნაგებობიდან მათ ონკანებამდე მიმავალი სასმელი წყალი არ იფილტრებოდა, ამიტომ წყალი ხშირად დაბინძურებული იყო. ახლა ჯვარიქეთის მოსახლეობა სუფთა წყლით ისარგებლებს. პროექტი „ადგილობრივი ინიციატივები, ადგილობრივი განვითარებისთვის" ოთხ რეგიონში ხორციელდება ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის დახმარებით და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ------------------------------------ http://studiore.org
Studio Re - სტუდია რე-ის სხვა ვიდეოები
საქართველოს საგარეო კურსი პოლიტიკური პარტიების პრო...
მაჟორიტარული სისტემა
ქვეითების უფლებები - თრეილერი
სტუდია რე - მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წეს...
მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი- თრეილერი
განათლების ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობებისა...
სტუდია რე - ინტერვიუ ლალი კიკნაველიძესთან
სტუდია რე. დიალოგი IV - თემურ ცხურბათი \u0026 მამუ...