ორცხობილა მსუბუქი და გემრიელი

10/03/2020

სალამი ამ ვიდეოში ნახავთ ,თუ როგორ ვაცხობ ნაზ ,მსუბუქ ,უკარაქო ორცხობილას ძალიან იოლად. მისი გამოყენება შეიძლება ჩიზქეიქის ძირად, ჩინურ ტორტში ფენებად , თოთო ბავშვის საკვებად მაწვნით ან რძით ან სულაც დაგემოვნება ჩაისთან ან ყავასთან. ინახება დიდხანს ,ცხვება იოლად, პროდუქტები იოლად ხემისაწვდომია ასე რომ შემომიერთით გამოვახოთ ერთად და გამიზიარეთ თვენი
შთბეჭდილებები,მომწერეთ კომენტარებში ან ფეისბუქ გვერძე,რომლის მისამართსაც ვიდეოს ქვემოთ იპოვით საჭირო ინგრედიენტების სიასთნ ერთად. გისურვებთ გემრიელ ცხოვრებას!
1 ც. კვერცხი
2 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. ზეთი
1 ს.კ. რძე
მწიკვი მარილი
0.5 ჩ.კ. სოდა + 1 ჩ.კ. ძმარი
1/3 ჩ.კ. ვანილი
120 გ.ფქვილი
30 გ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი
ყველაფერს ერთდ ვკრავთ პლასტელინისებრ ცომად,ვაბრტყელებთ მაქსიმალურად საცხობ ქაღლდზე ,ვსერავთ პატარა კვადრატებად,ვჩხვლეტთ დანის წვერით ან ჩანგლით და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში მზაობამდე. მზაობას იოლად მიხვდებით ფერით და ორცხობილის სიმშრალით. ცხელი რბილია გაციებული კი ხრუტუნა. გემრიელად მიირთვით ან გამოიყენეთ დაფშვნილი ცხიმთან ასვრილი ჩიზქეიქის ძირად.
  / gemrieli-cxovrebaგემრიელი-ცხოვრება-1134923...