მუსიკალური პროექტი „მხოლოდ ქართული“ სატელევიზიო სივრცეში უკვე გამოჩნდა

03.04.2018 03:38

როგორც ამბობენ, ქართული სიმღერა ყველაზე სენსიტიური და რთულად შესასრულებელია. სატელევიზიო სივრცეში კი პირველად მუსიკალური პროექტი „მხოლოდ ქართული“ გამოჩნდა. პროექტი, სადაც სახელის შესაბამისად მხოლოდ ქართული სიმღერები აჟღერდება. ამ პროექტისთვის 6 წლიანი პაუზის შემდეგ ყველაზე მკაცრი ჟიური მარინა ბერიძე დაბრუნდა მასთან ერთად ჟიურის წევრი არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი სოფო ნიჟარაძე და ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილია. შესარჩევი ტურები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. დამწყები თუ უკვე გამოცდილი მუსიკოსებიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო მონაწილე შეარჩია, მეგა შოუ კი რუსთავი 2 ის ეთერში ყოველ ორშაბათს 9 საათიანი კურიერის დასასრულებისთანავე დაიწყება. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: