"მზის სახლის" არქივიდან: პროექტი მზის ენერგოტექნოლოგიების გამოყენება ქართულ მეცხვარეობაში, 2009წ.
08/27/2018
Sun House / მზის სახლი-ის
მიერ
\"მზის სახლის\" არქივიდან: პროექტი მზის ენერგოტექნოლოგიების გამოყენება ქართულ მეცხვარეობაში, 2009წ.
„მზის სახლის“ მიერ განხორციელებული პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქართულ მეცხვარეობაში მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა. პროექტი განხორციელდა 2008 წლის მარტიდან 2010 წლის აპრილამდე პერიოდში უკანა ფშავში, შირაქისა და ელდარის საძოვრებზე.
მეცხვარეთა სადგომებზე დამონტაჟდა 100 ვატი სიმძლავის 4 ფოტო-ელექტრული სისტემა. მიღებული ელექტროობა უზრუნველყოფს ღამით განათებას. განათება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხვრის მოვლაში გაზაფხულზე, დოლის პერიოდში (როდესაც ბატკნები ჩნდებიან). ასევე მზის პანელებზე მუშაობენ ელექტრო საკრეჭი აგრეგატები. ამ ინოვაციამ შრომის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად გაზარდა. ახლა მეცხვარეს შეუძლია დღეში 50–ის ნაცვლად 200 ცხვარი გაკრიჭოს. შესაძლებელი გახდა ასევე მობილური ტელეფონების და რადიოს დამუხტვა.
წყლის გასაცხელებლად დამონტაჟდა მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 100 ლიტრი მოცულობის. მზის მეშვეობით გაცხელებული წყალი საშუალებას იძლევა გადაიჭრას პერსონალური ჰიგიენის პრობლემები. გარდა ამისა თბილი წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველის წარმოებაში. ამ სისტემის დიდი უპირატესობაა წყლის შეშის გარეშე გაცხელების შესაძლებლობა, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვასაც.
აწყობილ იქნა მზის ღუმელი. მზის ღუმელი საშუალებას იძლევა მზიან დღეებში სრულიად ჩაანაცვლოს საკვების ცეცხლზე მომზადება. მზის ღუმელის მთავარი უპირატესობა მისი სიმსუბუქე და მობილურობაა, რაც სადგომიდან სადგომამდე მის გადატანას აადვილებს.
პროექტი დააფინანსა ვუპერტალის (გერმანია) კლიმატის, გარემოსა და ენერგიის ინსტიტუტის ინიციატივამ WISIONS.
პროექტი დაეხმარა მეცხვარეებს მათი სამუშაო გარემო უფრო კომფორტული გამხდარიყო და გაზრდილიყო შრომის ეფექტიანობა. ვიმედოვნებთ ეს მაგალითი სხვებსაც წაახალისებს გამოიყენოს მზის ეკოლოგიური ტექნოლოგიები.
---
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები ) და მათი ფასები, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
- გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი:
/ @sunhouse7226
- ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
http://www.SunHouse.ge
- დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/SunHouse.ge
© მზის სახლი 2018