8

06/22/2024

#ქართულისიმღერები #ქართული #georgian ##ქართულად #ai #ქართულიმუსიკა #ქართულიმუსიკები #georgia #ქართული სიმღერები 2024 #ქართულისიმღერები #ქართული მუსიკები

სიმღერა შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
ხელოვნური ინტელექტის შესრულებით ქართულ სიმღერად - მირზა გელოვანის ლექსი:

მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.


და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან… ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

…და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

ლექსი : მირზა გელოვანი

ქართული სიმღერები - Georgian Music - Грузинские песни