MP422 #დარჩისახლში

03/31/2020
ASEA-ის მიერ

👉 MP422-ს და ASEA.GE-ს სოციალური კამპანია #დარჩისახლში 🏠🎬

#არასტრესს
#სოლიდარობაექიმებს
#ასეა

მუსიკა: MP422
ტექსტი: გენრი დოლიძე
პროდუსერი: თამარ თედიაშვილი
მონტაჟი: კახა აბაშიძე
ოპერატორი: ირაკლი ჯაფარიძე

🎵🎵🎵🎵🎵🎵🎵
დარჩი სახლში და აიდუღე ჩაი,
დერეფნიდან მისაღებში ჩამოი და ჩაი.

დარჩი სახლში
და მოუსმინე წვიმას,
დარჩი სახლში და დაურეკე სიმამრს,

დარჩი სახლში
და დაიბანე ხელი,
დარჩი სახლში და შეაკეთე დრელი,

მოუმატე ნახშირწყლებს,
მოუკელი ცილებს,
დარჩი სახლში და ეთამაშე შვილებს,

დარჩი სახლში
და ჩართე ტელევიზორი
მერე ჩართულ ტელევიზორს გაურითმე ბიზონი,

იდაყვზე მარკერით
გაიკეთე ტატუ...
ქუთაისზე იმღერე და მიუძღვენი ბათუმს,

დარჩი სახლში
და დაამოკლე შორტი
დარჩი სახლში
და გამოაცხვე ტორტი

დარჩი სახლში და
და იცეკვე რუმბა
რუმპა პარა რა რამპა რუმპა,

დარჩი სახლში
და მოეფერე კატას,
ყველაფერი გააკეთე გარეთ გასვლის გარდა!

თუ გინდა - აივანზე მოაწყობ პიკნიკს,
გაშალე პლედი და წაიკითხე წიგნი...

აიღე ფურცელი და დაწერე ლექსი,
დაწექი ლოგინში და გამოაცხვე კექსი,

დარჩი სახლში და
და გალესე დანა
ნანა ნანანა ნა ნა ნა ნანა

შეეცადე მარტოობამ ძალიან არ დაგძაბოს,
ერთი წუთით, გავალ და შემოვიტან საქსაფონს!

აიღე ფუნჯი და დახატე მარტორქა,
მარტო რომ ხარ არ ნიშნავს რომ სამყაროში მარტო ხარ!

მარტოობის ასი წელი გაიხსენე მარკესის,
დარჩი სახლში და ჩაიხედე სარკეში!

ივარჯიშე, სავარძელს
არ მიეწებო,
დარჩი სახლში
და მოეფერე ბებოს.

თუ იქნები უსაქმურად
იქონიე მახათი,
მისაღებში ჩამოკიდე ფიროსმანის ნახატი,

დაწერე წერილი და
გაუგზავნე დეიდას,
საქსაფონი გადადე
და შეიყვანე ფლეიტა

ითამაშე ჯოკერი და დასაწყისში ატუზე,
დარჩი სახლში და ჩამოკარი ფანდურზე.

შეამცირე სელფებით
დეპრესიის რისკები,
ოღონდ დარჩი სახლში
და რაც გინდა ის ქენი!

ოღონდ დარჩი
და თუ გინდა სახლი არ დაალაგო,
დარჩი სახლში
ჩემო თბილიიიიის
ბათუმოოოო
🎵🎵🎵🎵🎵🎵🎵

ეწვიეთ \"ასეას\" ოფიციალურ საიტს: https://asea.ge/

ეწვიეთ \"ასეას\" ფეისბუქის გვერდს:   / info.asea