გია გვიჩიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

20.04.2022 12:52

▪„ჩემთვის, სააკაშვილის რეჟიმი ასოცირებულია სადიზმთან, უსამართლობასთან და ვერაგობასთან, თუმცა, მათ შორის, მთავარია სადიზმი“ ▪„სადიზმი იყო უდანაშაულო ადმიანის ციხეში ჩასმა - ჩემი დაპატიმრების მოტივი იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვა“ ▪„11 წელი გავატარე ციხეში და ამ 11 წლის განმავლობაში, მე ციხეში ვნახე, მაგალითად, შვილის გამო დაპატიმრებული მამა - შვილს ჰქონდა ბიზნესი, შვილი გაიქცა, საქართველო დატოვა, მამა დაუჭირეს და ევაჭრებოდნენ, რომ ეს ქარხანა მათთვის გადაეფორმებინა. ასევე, ვნახე ძმის გამო დაჭერილი ძმა - ძმამ დანაშაული ჩაიდინა, გაიქცა და ძმა დაიჭირეს“ ▪„მე ვნახე ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბადრაგის ცემის შედეგად, ხერხემალი დაუზიანეს და ეტლით გადაადგილდებოდნენ“ ▪გია გვიჩიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: