მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტმა ტაილანდში აზია - წყნარი ოკეანის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი სამიტზე სიტყვით წარსდგა და საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მიღწევების შესახებ ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მსოფლიო ბანკის მონაცემებზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წყლის ინფრასტრუქტურის თავლსაზრისით, რთული მემკვიდრეობა იყო. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა, კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მნიშვნელობა. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------